« სექტემბერი 2010 »
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 
 
პროექტები
პუბლიკაცია
რესურსცენტრი
გალერეა
სასარგებლო ბმულები


გამოცდილება
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 6 წელზე მეტია, აქტიურად ახორციელებს ბიზნესკონსულტაციების გაწევას დამწყები და მოქმედი ბიზნესმენებისათვის. ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბიზნესგარემოს განვითარების პროცესში ბიზნესის ოპერირებისათვის აუცილებელია მკვეთრი ფოკუსირება, წინმსწრები გადაწვეტილებები და ინოვაციური მიდგომები. ასოციაცია კონსულტაციების გაწევას ახორციელებს ინდივიდუალურად ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, უზრუნველყოფს თითოეული მათგანისათვის უნიკალური გადაწყვეტილების მოძიებას. ასოციაცია ორიენტირებულია კლიენტისთვის არა მარტო ერთჯერადი კონსულტაციის მიწოდებაზე, არამედ მისი გრძელვადიანი განვითარებისა და წარმატების სტიმულირებაზე.
ასოციაცია ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს კონსულტაციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირება, ლიცენზირება, ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი, ბიზნესის რეგისტრაცია, ბიზნესგეგმის შემუშავება, მენეჯმენტი, მარკეტინგი და სხვ.
 
მიზნობრივი აუდიტორია
ბიზნესკონსულტაციების მომხმარებლები უმეტესად არიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ასოციაციის კონსულტაციები განკუთვნილია ყველა სახისა და სფეროს ბიზნესისათვის, თუმცა უმეტესად ასოციაცია კონსულტაციას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის, ძირითადი აუდიტორიებია:
     
  დამწყები ბიზნესები;
  ფერმერები;
  ქალები;
  ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში არსებული ბიზნესები;
     
მსხვილი კომპანიებისათვის ასოციაცია წევს დამატებით მომსახურებას, კერძოდ კი ახორციელებს კვლევებს, ადგენს მენეჯმენტ-პროექტებს და აყალიბებს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიებს. სტრატეგიები, თავის მხრივ, მოიცავს კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვებას, ინვესტორებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, კომუნიკაციის სტრატეგიის შედგენას და სხვ.
 
მეთოდოლოგია
ასოციაცია ბიზნესკონსულტაციების გაწევისას ხელმძღვანელობს კონკრეტული მეთოდოლოგიით, მკაცრად არის განსაზღვრული კონსულტანტები და კონსულტაციების გაწევის ფორმატი. ასოციაციის მიერ ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ხდება როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი კონსულტაციების გაწევა მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში.
ასოციაციაში კონსულტაციების გაწევისას მოქმედებს ორგანიზაციის შიდა სტანდარტი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შეფასების სისტემებსა და ხარისხის კონტროლს. ნებისმიერი ტიპის კონსულტაციის გაწევა ხდება ზემოთ აღნიშნულ სტანდატრებთან შესაბამისობით.
 
 
 
გაზეთი
   
ჩვენს შესახებ
   
BCNG
   
IFC
   
მსოფლიო სტატისტიკა
   

 

 
მთავარი გვერდი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | საქმიანობა | პუბლიკაცია | განათლების პროგრამა | რესურსცენტრი | ბიბლიოთეკა | გალერეა | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი
©2009 by AYEG. Web design by David Rikiashvili