« სექტემბერი 2010 »
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 
 
პროექტები
პუბლიკაცია
რესურსცენტრი
გალერეა
სასარგებლო ბმულები


გამოცდილება

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ტრენინგ-კურსების მაღალი ხარისხი20-წლიან წარმატებულ გამოცდილებას ემყარება.
თითოეული ტრენინ-კურსი აუდიტორიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით მზადდება. საეა-ს მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამა გადის აკრედიტაციას შიდა სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტი ვრცელდება სასწავლო მასალის მომზადებაზე, ტრენინგის ორგანიზებასა და ჩატარების ხარისხის შეფასებაზე.
საეა-ს ტრენინგებზე მაღალ მოთხოვნას ტრენინგ-პროგრამების მრავალფეროვნებასთან ერთად განაპიროებებს ტრენერების კვალიფიკაციის დონე. 15 ტრენერს გავლილი აქვს აკრედიტაცია და ისინი უზრუნველყოფენ ტრენინგის მასალების თანხვედრას მიღებულ სტანდარტებთან.

 
მიზნობრივი აუდიტორია
   
სტუდენტები;
დამწყები და მოქმედი ბიზნესმენები;
ექიმები;
დევნილი ქალბატონები;
ჟურნალისტები;
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები;
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები;
სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვ.
   
 

მეთოდოლოგია

სასწავლო პროგრამა მოიცავს მონაწილის სამუშაო წიგნს, პრეზენტაციას, ტრენერის Guideline-ს და მონაწილეების მაღალ ჩართულობას.
კურსის დასრულებისას ხორციელდება ჩატარებული ტრენინგის, ტრენერისა და მასალის შეფასება, შეფასების კითხვარის საფუძველზე. რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ხორციელდება სემინარ-ტრენინგების განახლება და ხარვეზების აღმოფხვრა.
მონაწილეებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი ცოდნის გასაღრმავებლად, ვინაიდან თეორიულ მასალასთან ერთად განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებსა და სიტუაციებს. სიმულაციური თამაშების დახმარებით მონაწილეები ეჩვევიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, გუნდურ მუშაობას და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, რაც შემდგომში განაპირობებს ლიდერული, ორგანიზაციული და გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ტრენინგ-კურსები:
ეკონომიკის საფუძვლები; საბანკო საქმე;
მარკეტინგის საფუძვლები; ეფექტური PR ბიზნესში;
მენეჯმენტის საფუძვლები; რეკლამა;
სადაზღვევო საქმე; პრეზენტაციული უნარ-ჩვევები;
საგადასახადო საქმე; გუნდთან მუშაობის პრინციპები.
 
გაზეთი
   
ჩვენს შესახებ
   
BCNG
   
IFC
   
მსოფლიო სტატისტიკა
   

 

 
მთავარი გვერდი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | საქმიანობა | პუბლიკაცია | განათლების პროგრამა | რესურსცენტრი | ბიბლიოთეკა | გალერეა | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი
©2009 by AYEG. Web design by David Rikiashvili