|
მისიის დებულება
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა) არის არაკომერციული, აპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.
საეა არ დაიშურებს პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ძალისხმევას, დასახული მიზნების მისაღწევად.
ჩვენი ხედვა
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, კერძო სექტორის განვითარებისა და წარმატებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა.
ეკონომიკური განვითარების ხარისხისა და ახალგაზრდა ეკონომისტების კვალიფიკაციის ამაღლება.
ჩვენი ღირებულებები
პროფესიონალიზმი - მიუხედავად ჩვენი მდიდარი გამოცდილებისა, ჩვენ ვისწრაფით ჩვენი პირადი და პროფესიონალური ზრდისკენ. ჩვენი მთავარი მიზანია წარმატება.
გუნდური მუშაობა - ჩვენ ვაფასებთ გუნდური მუშაობის პრინციპს და ვნერგავთ ერთობლივი ძალისხმევების გამოყენებას ჩვენს ორგანიზაციაში.
პასუხისმგებლობა - ჩვენი პასუხისმგებლობა ფასდება პროფესიონალიზმით და ჩვენს მიღწევებში მიღებული ჯილდოებით. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ნათლად განსაზღვრული მიზეზებით.
კრეატიულობა - ჩვენ გვაქვს სრული თავისუფლება ახალი წარმოდგენების, მიდგომებისა და მეთოდების ჩამოყალიბებაში. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ იმ გარემოსგან, რომელშიც ვიმყოფებით.
ჩვენი პრიორიტეტები
ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეყობა
- მცირე და საშუალო ბიზნესი;
- კერძო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
- ბიზნეს საჭიროებების ადვოკატირება.
დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების ხელშეყობა
- საჯარო ფინანსები;
- ადგილობრივი თვითმმართველობა;
- სოციალური საკითხები.
ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
- ეკონომიკური აზროვნების განვითარება;
- ანალიტიკური და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება;
- ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება.
ჩვენი მიდგომები:
- ანალიტიკური კვლევები;
- რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები;
- რეკომენდაციების შემუშავება;
- განვითარების გეგმების მომზადება;
- ტრენინგები და კონფერენციები;
- ბიზნესკონსულტაციები;
- გზამკვლევების მომზადება;
- ლობირება და ადვოკატირება.
|