« სექტემბერი 2010 »
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 
 
პროექტები
პუბლიკაცია
რესურსცენტრი
გალერეა
სასარგებლო ბმულები


 

ეკონომიკური განათლების პროგრამა (EEP) საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. უწყვეტი წარმატების პირველი პროდუქტი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მიზნობრივ ჯგუფებში ასოციაციის სავიზიტო ბარათადაც მოიაზრება.

ეკონომიკური განათლების პროგრამის მიზანია ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება საქართველოში და მაღალკვალიფიციური ეკონომიკური პროფილის კადრების მომზადება.

პროგრამა შესაძლებლობას აძლევს წარმატებულ ახალგაზრდებს და უბრალოდ ეკონომიკით დაინტერესებულ პირებს, უფასოდ ანდა თანადაფინასებით გაირონ სემინარ-ტრენინგები ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებში.

ახალგაზრდებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი ცოდნის გასაღრმავებლად, ვინაიდან თეორიულ მასალასთან ერთად განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებსა და სიტუაციებს. სიმულაციური თამაშების დახმარებით მონაწილეები ეჩვევიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, გუნდურ მუშაობას და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, რაც შემდგომში განაპირობებს ლიდერული, ორგანიზაციული და გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სწორად და დროულად (1989წლიდან) შეთავაზებულმა განათლების პროგრამამ თავიდანვე ახალგაზრდების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ყოველწლიურად ახლდებოდა და იზრდებოდა შეთავაზებული სემინარ-ტრენინგების რაოდენობა.

აპლიკანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს შეთავაზებული ტრენინგ-კურსების სისტემატური განახლება და მიზნობრივი აუდიტორიის მოთხოვნილებების გათვალისწინება.

რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ხორციელდება პროგრამის შეფასება, სემინარ-ტრენინგების განახლება და ახალი მოთხოვნადი კურსების შეთავაზება.

ეკონომიკური განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება სემინარ-ტრენინგები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

ტრენინგ-კურსის დასახელება      კურსის ხანგრძლივობა  

ეკონომიკის საფუძვლები  

  7 აკადემიური საათი (14 საათი)

მარკეტინგის საფუძვლები     5 აკადემიური საათი (15 საათი)
მენეჯმენტის საფუძვლები     5 აკადემიური საათი (15 საათი)
სადაზღვევო საქმე     7 აკადემიური საათი (14 საათი)
საგადასახადო საქმე     5 აკადემიური საათი (15 საათი)
საბანკო საქმე     5 აკადემიური საათი (10 საათი)
PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა)     6 აკადემიური საათი (18 საათი)
რეკლამა     6 აკადემიური საათი (12 საათი)

 
გაზეთი
   
ჩვენს შესახებ
   
BCNG
   
IFC
   
მსოფლიო სტატისტიკა
   

 

 
მთავარი გვერდი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | საქმიანობა | პუბლიკაცია | განათლების პროგრამა | რესურსცენტრი | ბიბლიოთეკა | გალერეა | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი
©2009 by AYEG. Web design by David Rikiashvili