პროექტის განხორციელების პერიოდი: მარტი, 2009 - ივლისი, 2009.
ფინანსური მხარდაჭერა: საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი, USAID.
პროექტის მიზანი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესწავლა, ამ სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
სხვადასხვა სახელმწიფო სრტუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელთ არსებული ინფორმაციის თავმოყრა და ანალიზი;
სატელეფონო კვლევა 500 მცირე და საშუალო საწარმოში;
ჩატარდება ფოკუსჯგუფი სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მეწარმეების მონაწილეობით;
ჩატარდება სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით;
მომზადდება და გამოიცემა ანგარიში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ;
პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი, 2009 - ივლისი, 2009.
ფინანსური მხარდაჭერა: ABT Associates Inc.
პარტნიორი ორგანიზაცია: USAID Coreform .
პროექტის მიზანი: სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული 750 რაიონული ამბულატორიის ახალი მფლობელების დატრენინგება კერძო სამედიცინო მომსახურების მართვისთვის. პროექტის ფარგლებში ტრეინინგ კურსი _ "კერძო სამედიცინო მომსახურების დაწყება, მართვა და ზრდა" ჩაუტარდებათ პრივატიზებული რაიონული ამბულატორიების ახალ მფლობელებს. ამბულატორიების ახალ მფლობელებს მისცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ განათლებას, უნარებს და პრაქტიკულ ჩვევებს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სამედიცინო მომსახურების სისტემის კერძო მფლობელობაში წარმატებით გადასასვლელად პროექტის პირველ ეტაპზე საეა პასუხისმგებელია სატრენინგო მასალებისა და მომავალი ტრენერების მომზადებაზე, ხოლო მეორე ეტაპზე საეა უზრუნველყოფს კერძო ამბულატორიების მფლობელების ტრენინგებისთვის ადამიანურ რესურსებს.
ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან ბიზნესგარემოს შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის.
ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე გამოიცა ანგარიში საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ და მოხდა მისი პრეზენტაცია. კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირების მიზნით გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის:
რადიო გადაცემები;
გამოიცა პერიოდული ჟურნალი "Georgian Business Today";
ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ბიზნესის, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით;
პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პირებთან.
2009 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასებით მიზნით განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა საქართველოს მასშტაბით (შერჩევის ზომა _ 1000 მეწარმე).
პროექტის განხორციელების პერიოდი: მარტი, 2007 - ნოემბერი, 2008.
ფინანსური მხარდაჭერა: საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი; USAID.
პროექტის მიზანი: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა "ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი-საქართველო" (BCNG), რომლიც აერთიანებს 6 ოფისს საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და თელავში. თბილისისა და ქუთაისის საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ბაზაზე. ქსელი განსაკუთრებულად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე; კლიენტებთან ურთიერთობა ემყარება კვალიფიციურ სერვისს, მჭიდრო კავშირებსა და ნდობას. "ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი-საქართველო" (BCNG) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს მომსახურებას სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნესკონსალტინგი, ტრენინგები და მარკეტინგული კვლევები. მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მომსახურება სხვადასხვა კუთხით - საგადასახადო და საბაჟო საკითხები, მარკეტინგული დაგეგმვა, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის დაგეგმვა და მართვა, საწარმოთა რეგისტრაცია, ბიზნესპარტნიორების მოძიება და სხვ. პროექტის განხორცილების პერიოდში შეიქმნა ვებ-გვერდი www.bcng.ge, რომელიც მოიცავს მეწარმისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, ასევე სიახლეებს მიმდინარე ტრენინგებისა და სხვადასხვა საგრანტო პროგრამისა თუ ბიზნესწინადადებების შესახებ. პროექტის ფარგლებში 918 კონსულტაცია გაეწია 650 მეწარმეს, ჩატარდა 43 ტრენინგი კერძო სექტორისათვის აქტუალურ სხვადასხვა მიმართულებაზე. ტრენინგის მონაწილეთა სრული რაოდენობა შეადგენდა 852 პირს. ასევე მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები – ბუკლეტები, პოსტერები და სხვ. აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდგომ პროექტში განხორციელდა რიგი ცვლილებები და თბილის კონსალტინგის ოფისმა დაიწყო "დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამის განხორციელება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში:
გახორციელდა დასაქმების მსურველი დევნილების აღრიცხვა არსებული კვალიფიკაციისა და სამუშაო შესაძლებლობების დადგენის მიზნით; მომზადდა სპეციალური მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდა ინფორმაცია 5 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დევნილის შესახებ.
მოხდა მოქმედ 556 ორგანიზაციაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელ პირებთან დაკავშირება.
განხორციელების პერიოდი: მაისი, 2006 – დეკემბერი, 2006.
ფინანსური მხარდაჭერა: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, მისია საქართველოში – OSCE – Mission to Georgia.
პროექტის მიზანი: საქართველოში სატრანზიტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობა მეწარმეებსა და საბაჟო მოხელეებს შორის საბაჟო სისტემასთან დაკავიშირებული ცნობიერების გაზრდის გზით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრანზიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის კვლევა, მომზადდა და გამოიცა გზამკვლევი "ტრანზიტი საქართველოს გავლით" ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. გზამკვლევი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, გადამზიდავებისთვის, ასევე პორტების, რკინიგზისა და საბაჟო მოხელეებისთვის.
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2006 _ ოქტომბერი, 2006.
ფინანსური მხარდაჭერა: საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი (ჰოლანდია).
პროექტის მიზანი: საქართველოში საგადასახადო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა მეწარმეებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების გაზრდის გზით.
პროექტის ფარგლებში მომზადდა გზამკვლევი "გადასახადები და საგადასახადო სისტემა" (2006 წლის მდგომარეობით). გზამკვლევის პროექტი განხილულ იქნა სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მომზადდა კომენტარები საგადასახადო კოდექსზე ინგლისურ ენაზე. ჩატარდა ექვსი ტრენინგი მეწარმეებისთვის, საგადასახადო ინსპექტორებისა და მოსამართლეებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა პირმა. პროექტის ფარგლებში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელთა საშუალებითაც უფასო გზამკვლევი მიიღო 4000-ზე მეტმა მსურველმა. გზამკვლევი გავრცელდა საქართველოს მასშტაბით.
ფინანსური მხარდაჭერა: ევრაზიის ფონდი, სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა.
პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი, მეწარმეობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების ფონდი – აზერბაიჯანი.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კანონმდებლობისა და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკური ანალიზი. გაიმართა სამი რეგიონალური შეხვედრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტების, ადგილობრივი ბიზნესმენებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში გამოიცა რეგიონალური ბიულეტენის _ "ვაჭრობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" _ სამი ნომერი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
პროექტის ფარგელბში განხორციელდა შემდეგი აქტივობები, კერძოდ სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია და შეიძინეს უნარ-ჩვევები ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწარმეთა ინფორმირებულობის დონე. პროექტის ფარგლებში გაიმართა 10 სამუშაო შეხვედრა და მოეწყო განხილვები ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით; 250-ზე მეტ მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგები; 1000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო უფასო კონსულტაცია "ლიცენზირების ცხელი ხაზის" საშუალებით. პროექტის ფარგლებში ლიცენზირების ახალ კანონთან დაკავშირებით მომზადდა შენიშვნები და რეკომენდაციები. მომზადებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" ახალ კანონში.
პროექტის ფარგლებში მომზადდა გზამკვლევი "როგორ გადავკვეთოთ საქართველოს საბაჟო საზღვარი" ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 800-ზე მეტი ექსპორტიორი და იმპორტიორი მეწარმის შესახებ.